Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა


საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი, რომელმაც ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან ერთად პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. დღესვე ერიკ რუბინი ბიზნესცენტრში მიიღო პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ამ წუთებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. 12 აპრილს ერიკ რუბინი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
XS
SM
MD
LG