Accessibility links

logo-print

ანკარაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს ანკარაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ”საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ნატოში ქვეყნის ინტეგრაციას”, - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მისივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა და აბდულა გიულმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ერთობლივ პროექტებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგას 8 აპრილს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ტრავმის გამო, შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშისას 7 აპრილს დაშავდა და მხრის სამმაგი მოტეხილობის გამო ოპერაცია გაუკეთეს.
XS
SM
MD
LG