Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი და ნეთანიაჰუ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გაფრთხილებით გამოდიან


აშშ და ისრაელი ირანს აფრთხილებენ, რომ მას არ მისცემენ ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას. სამშაბათს, იერუსალიმში ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების თეირანთან მოლაპარაკება არ შეიძება უსასრულოდ გაგრძელდეს. კერიმ ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ისრაელის ლიდერის თქმით, ირანს არ აქვს უფლება მუდმივად ეურჩებოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას. კერიმაც და ნეთანიაჰუმაც განაცხადეს, რომ შეეცდებიან განაახლონ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესი, რომელიც 2010 წლის სექტემბრის შემდეგ შეწყვეტილია.
XS
SM
MD
LG