Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა გაზარდეს განგაშის ხარისხი


სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა გააძლიერეს ერთობლივი სამხედრო დაზვერვის ინტენსიურობა ჩრდილოეთინ კორეისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო. არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთი კორეა სარაკეტო გამოცდისთვის ემზადება. სეულისა და ვაშინგტონის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა გასაშვებად მომზადებული ჰქონდეს საშუალო სიშორის ორი რაკეტა. სამხრეთი კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის წყაროს თანახმად, სამხრეთი კორეისა და აშშ-ის ერთობლივი ძალების სარდლობამ გაზარდა განგაშის ხარისხი პოტენციურ ”სასიცოცხლო საფრთხეზე” პასუხად.
XS
SM
MD
LG