Accessibility links

logo-print

ბუშერის ბირთვული რეაქტორი არ დაზიანებულა


ირანის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ბუშერის ბირთვული რეაქტორი არ დაზიანებულა ირანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. 9 აპრილს ირანის სამხრეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6,3 მაგნიტუდა იყო. სტიქიას სულ ცოტა 37 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 850-ზე მეტი. ბუშერის პროვინციის გუბერნატორ ფერეიდუნ ჰასანვანდის განცხადებით, ბირთვული რეაქტორი რუსეთის დახმარებით არის აშენებული და ის არ დაზიანებულა. რუსეთის კომპანია ”ატომსტროიექსპორტმაც” განაცხადა, რომ მიწისძვრას რეაქტორი არ დაუზიანებია. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ ირანისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ბუშერის რეაქტორი არ დაზიანებულა და არ მომხდარა რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა.
XS
SM
MD
LG