Accessibility links

logo-print

გაეროს თანახმად, ლიბიიდან უკანონოდ გაედინება დიდი რაოდენობით იარაღი


გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, ლიბიიდან ”საგანაგაშო” რაოდენობის იარაღი უკანონოდ გაედინება სირიაში, ღაზის სექტორსა და მალიში, სადაც ექსტრემისტები და კრიმინალები იარაღდებიან. გაეროს ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთი აფრიკის ეს ქვეყანა იქცა იარაღის ძირითად მიმწოდებლად რეგიონში იმ ფონზე, როცა თავად ლიბიაში 2011 წლის - მუამარ კადაფის რეჟიმის დასრულების შემდეგ ვერ ხერხდება ვითარების რეგულირება. ანგარიშის თანახმად, ლიბიიდან იარაღის უკანონოდ შესყიდვაში ჩართულია 12-ზე მეტი ქვეყანა. ლიბიიდან გადის საჰაერო თავდაცვის გადასატანი სისტემები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნაღმები და მცირე ზომის შეიარაღება. გაეროს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ”ბოლო ორი წლის განმავლობაში ლიბია შეიარაღების მნიშვნელოვან, მიმზიდველ წყაროდ იქცა”.
XS
SM
MD
LG