Accessibility links

ნიუ იორკის „მეტროპოლიტენის“ მუზეუმმა ძვირფასი საჩუქარი მიიღო


ნიუ იორკის „მეტროპოლიტენის" მუზეუმმა საჩუქრად მიიღო დაახლოებით მილიარდი დოლარის საფასურის ნამუშევრების კოლექცია. საჩუქარი გაიღო კოსმეტიკური ნაწარმის იმპერიის, „ესტე ლაუდერის“ დირექტორთა საბჭოს საპატო თავმჯდომარემ და მემკვიდრემ ლეონარდ ლაუდერმა, რომელიც 40 წელიწადი აგროვებდა ამ კოლექციას. მასში შედის პიკასოს, ბრაკის, გრისის და ლეჟეს 78 ნამუშევარი. მუზეუმის ადმინისტრაციამ საჩუქარს უწოდა „განსაკუთრებული“ და შენიშნა, რომ კოლექცია შემოდგომაზე გამოიფინება.
XS
SM
MD
LG