Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუბა კუდავა: იშხნის ქართული ტაძრის ფრესკები ნაგავში იყრება


თურქეთში მდებარე იშხნის ქართული ტაძრის ფრესკები ნაგავში იყრება და არქეოლოგიური ფენები ნადგურდება - ეს ინფორმაცია და ტაძარში დაწყებული უნებართვო სამუშაოების ამსახველი ახალი ვიდეო და ფოტომასალა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. მისმა დირექტორმა ბუბა კუდავამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ძეგლთა დაცვის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლებისგან სამუშაოების შეჩერების დაპირება მიიღეს და დღის მეორე ნახევარში გაირვევა სრულდება თუ არა ეს პირობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, სამინისტროს თურქეთიდან ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი მიმართვაზე, რომ იშხნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები ჩაერთონ. დღესვე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა თურქეთში მდებარე ქართული ძეგლების აღდგენაში აუცილებლად დაფინანსდება.
XS
SM
MD
LG