Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი ჯეიმს სტავრიდისი. ამერიკელი ადმირალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და სამხედრო ნაწილებს დაათვალიერებს. 17 საათისთვის ჯეიმს სტავრიდისს ელოდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სადაც შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი და მინისტრ ირაკლი ალასანიას ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
XS
SM
MD
LG