Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელ მეამბოხეთა ჯგუფმა ალ-ყაიდის ლიდერის ერთგულების პირობა დადო


სირიის ალ-ნუსრას ფრონტის, მეამბოხეთა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფის, ლიდერმა, პირობა დადო, რომ უერთგულებს ალ-ყაიდის ლიდერს, აიმან-ზავაჰირის. აბუ მუჰამად ალ-ჯავლანიმ ამის შესახებ თავის აუდიო-მესიჯით განაცხადა, რაც ინტერნეტით გავრცელდა. იქვე ალ-ჯავლანიმ უარყო ცნობა, რომ მისი გაერთიანება ერაყის ალ-ყაიდას შეერწყა. მისი თქმით, ამ განცხადების თაობაზე ალ-ნუსრას ერაყის ისლამური სახლმწიფოსთვის არ უკითხავს. ამ ორგანიზაციას მიეწერება არაერთი ტერორისტული თავდასხმა დამასკში, ასევე ალეპოში და სხვა აქციები, რომლებიც მიმართულია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებს წინააღმდეგ. მასზე დიდი ხნის წინმიიტანეს ეჭვი, რომ ალ-ყაიდასთან იყო კავშირში. აშშ-მა ალ-ნუსრა იტერორისტული ორგანიზაციების ნუსხაში შეიტანა.
XS
SM
MD
LG