Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ეწინააღმდეგება სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეასთან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებდა სამხედრო მანევრები. მისივე თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს ერთნაირი პოზიცია აქვთ შექმნილ ვითარებასთან მიმართებით. ლავრომა ამ საკითხზე ისაუბრა ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვს, მისივე თქმით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია „სამხედრო მანევრებით ვინმეს შეშინება“ და ის ხედავს დაძაბულობის განმუხტვის შანსს. რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყებათა ლიდერების მოლაპარაკება გაიმართა „დიდი რვიანის“ მინისტერიალის დაწყებამდე. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთმა კორეამ და შეერთებულმა შტატებმა აამაღლეს ერთობლივი სამხედრო თვალთვალის მზადყოფნის დონე მინიშნებების გამო, რომ ჩრდილოეთი კორეა შესაძლოა, რაკეტის გამოსაცდელად ემზადებოდეს.
XS
SM
MD
LG