Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ისევ ვლად ფილატს დაევალა მთავრობის შექმნა


მოლდავეთის პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ ისევ ვლად ფილატს - ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაავალა მთავრობის შექმნა. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ. ფილატის წინა მთავრობა 8 მარტს გადადგა, პარლამენტში მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ. ახლა მას 45 დღე აქვს ახალი მთავრობის შესაქმნელად - თუ ამას ვერ შეძლებს, პრეზიდენტს აქვს უფლება, პარლამენტი დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
XS
SM
MD
LG