Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის რაიონში სოფლები დაისეტყვა


თელავის რაიონში ოთხი სოფელში - რუისპირში, წინანდალში, კისისხევსა და კონდოლში - ძლიერმა სეტყვამ ხეხილის ბაღები განადგურდა. ამ სოფლებში სეტყვის საფარმა ზოგან 7-8 სანტიმეტრს მიაღწია. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით სეტყვამ ახლად აყვავებულ ატმებს ყვავილი და კვირტები დააცალა, რამაც შესაძლოა ხეები გაახმოს. თელავის რაიონის გამგეობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ზარალის დათვლას შეუდგა.
XS
SM
MD
LG