Accessibility links

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ადგილობრივი პოლიციის უფროსი


ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ადგილობრივი პოლიციის უფროსი და მისი ორი მცველი. ოფიციალური პირების ცნობით, სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციის ჩორის რაიონის პოლიციის უფროსი და მისი ორი მცველი წუხელ პატრულს ახორციელებდნენ, როცა მათი ავტომანქანა ბომბზე აფეთქდა. პროვინციის პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, სამივე ადგილზე გარდაიცვალა. ავღანეთში ძალადობამ იმატა გაზაფხულის დადგომასთან ერთად. ზამთარში მეამბოხეები, როგორც წესი, ნაკლებად აქტიურობენ.
XS
SM
MD
LG