Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა მზად არის სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად


სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეიდან ნებისმიერი სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად. "თუ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ჩვენი „პეტრიოტის“ რაკეტების მოქმედების რადიუსში ჩაიფრენს, შეგვიძლია მათი ჩამოგდება“, განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, კიმ მინ-სეოკმა ხუთშაბათს სეულში ჟურნალისტებთან საუბრისას. მანამდე სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, მომზადებული ჰქონდეს საშუალო რადიუსში მოქმედი ორი რაკეტა, აღმოსავლეთ სანაპიროდან გასაშვებად. ოთხშაბათს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა, რომ ის „საშიშ ზღვარს“ არის მიახლოებული და რომ ვაშინგტონი მზად არის ნებისმიერ პროვოკაციასთან გასამკლავებლად. ფხენიანი უკვე რამდენჯერმე დაემუქრა სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს მას შემდეგ, რაც გაერომ სანქციები გაუმკაცრა ჩრდილოეთ კორეას, თებერვალში მორიგი ბირთვული გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG