Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბორჯომს” უკვე შეუძლია რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანა


ბორჯომის მინერალურ წყალს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ნება დართეს. ფედერალური სამსახურის ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ სააგენტო იტარ-ტასს დღეს განუცხადა, რომ ”ბორჯომის” სინჯების ხელახალმა შემოწმებამ დადგენილ მოთხოვნებთან მინერალური წყლის შესაბამისობა დაადასტურა და მისი რეგისტრაციის საკითხი დადებითად გადაწყდა. ონიშჩენკოს ინფორმაციით, ღვინის ორი კომპანიის შემდეგ, ”ბორჯომი” მესამე საწარმოა, რომელსაც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანა უკვე შეუძლია.
XS
SM
MD
LG