Accessibility links

logo-print

კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობა სამხედრო დანაშაულად ცხადდება


"დიდი რვიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხედრო დანაშაულად და ჟენევის კონვენციების დარღვევად გამოაცხადეს კონფლიქტის დროს გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა. ლონდონში "დიდი რვიანის" მინისტერიალის მასპინძელმა, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა გადაწყვიტეს შეიქმნას საერთაშორისო სტრუქტურა გაუპატიურების შემთხვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად. „ჩვენ მივიღეთ ისტორიული დეკლარაცია, რომ გაუპატიურება და სექსუალურ ნიადაგზე ძალადობა არის ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევა, ისევე როგორც სამხედრო დანაშაული“, განაცხადა ჰეიგმა "დიდი რვიანის" მინისტერიალზე, რომელსაც დღეს დაესწრნენ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი, ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი და კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი, ზეინაბ ბანგურა. ჯოლი მიესალმა „დიდი რვიანის“ დეკლარაციას, რომელიც, მისი აზრით, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ.
XS
SM
MD
LG