Accessibility links

logo-print

ბაქოში დახურეს „თავისუფალი აზრის უნივერსიტეტი“


ბაქოში დახურეს საგანმანათლებლო ცენტრი - „თავისუფალი აზრის უნივერსიტეტი“, რომელიც 2009 წელს დაარსდა დემოკრატიულ ღირებულებებზე ინფორმაციის გასავრცელებლად. როგორც ცენტრის ხელმძღვანელებმა უთხრეს ჩვენს რადოს, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დალუქეს ამ ორგანიზაციის ოფისი. მიზეზის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. „თავისუფალი აზრის ცენტრში“ ახალგაზრდულმა მოძრაობა „ოლ“-მა დააარსა, ადამიანის უფლებების კუთხით ახალგაზრდების ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად. ის სარგებლობდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების, NDI-ის, USAID-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ მორნინგსტარმა „თავისუფალი აზრის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ იმედგაცრუებულია ამ საგანმანათლებლო ცენტრის დახურვით.
XS
SM
MD
LG