Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა - ვაშინგტონი გადადგამს ”ყველა აუცილებელ ნაბიჯს” აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დასაცავად


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ მიმართავს დიპლომატიას ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის შესასუსტებლად, თუმცა, ვაშინგტონი აგრეთვე გადადგამს ”ყველა აუცილებელ ნაბიჯს” აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დასაცავად. ხუთშაბათს ბარაკ ობამა გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. ბან კი მუნმა მოუწოდა ჩინეთსა და იმ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ფხენიანზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, უფრო აქტიური როლი ითამაშონ დაძაბულობის განმუხტვაში. ჩრდილოეთი კორეის ლიდერის მიერ ბირთვული შეტევის განხორციელების შესახებ მუქარამ ბევრი ქვეყანა შეაშფოთა. აშშ-ის სამხედრო დაზვერვის უწყების თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა მოახერხოს ბალისტიკური რაკეტის ბირთვული ქობინით აღჭურვა, თუმცა, იარაღი ძალიან სანდო ვერ იქნება. აშშ-ის თავდაცვის უწყება კი აზუსტებს, რომ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ჩრდილოეთ კორეას ნამდვილად აქვს ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტის გაშვების უნარი.
XS
SM
MD
LG