Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა - რატომ ვერ იწყალებს ტიმოშენკოს


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ყოფილი პრემიერ-მინისტრის - იულია ტიმოშენკოს შეწყალება, ვიდრე მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იანუკოვიჩმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”რაც უფრო მალე დასრულდება სასამართლო პროცესი, მით უფრო მალე გახდება შესაძლებელი შეწყალების საკითხის განხილვა”. უკრაინის პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რატომ იყო შესაძლებელი 7 აპრილს მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეწყალებინა ტიმოშენკოს ყოფილი თანამოაზრე - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო და რატომ არ არის შესაძლებელი იგივე გადაწყვეტილების მიღება ტიმოშენკოს მიმართ. იულია ტიმოშენკო 2012 წლის მაისის შემდეგ ხარკოვის საავადმყოფოში მკურნალობს.
XS
SM
MD
LG