Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა შეცვალა ანტიტერორისტული კანონმდებლობა


თურქეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ანტიტეტორისტული კანონმდებლობის რეფორმის შესახებ. რეფორმა გულისხმობს იმ ქმედებათა ჩამონათვლის შემცირება, რომელიც ტერორიზმის პროპაგანდად ითვლება. ხუთშაბათს მიღებული ახალი კანონის მიხედვით მხოლოდ ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება ჩაითვლება დანაშაულად. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ ახალი კანონი შეესაბამება ევროსასამართლოს მიერ განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა კრიტერიუმებსა და ევროკავშირის მოთხოვნას, რომ თურქეთმა არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ პროკურორებსა და მოსამართლეებს საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგაც რჩებათ ბერკეტები დააკავონ აქტივისტები, თუკი ჩათვლიან, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს. თურქეთსი ასეულობით პოლიტიკოსი, აქტივისტი და ჟურნალისტია დაპატიმრებული ანტიტერორისტული კანონმდებლობის შესაბამისად. მათ უმრავლესობას ბრალად ედება ქურთთა სეპარატიზმის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG