Accessibility links

logo-print

ოკუპირებულ აფხაზეთში ანტიტერორისტული სწავლება დაიწყო


ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე სადაზვერვო ქვედანაყოფების ანტიტერორისტული სწავლება დაიწყო. სამხრეთის ფედერალური სამხედრო ოლქის ინფორმაციით, წვრთნა მთებსა და ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს. ამავე ოლქის ოფიციალური მონაცემებით, ანტიტერორისტულ სწავლებაში, რომელიც კვირის ბოლომდე გასტანს, 100-მდე სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 20 ერთეული მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG