Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მიმართ რუსეთის ბიზნესის ინტერესი ძალიან დიდია


საქართველოს მიმართ რუსეთის ბიზნესის ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, გადაიზრდება თუ არა ეს ინტერესი კონკრეტულ ინვესტიციებში - განაცხადა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის რუსეთის ინვესტიციები, მინისტრმა უპასუხა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია შიდა, მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოწესრიგებაზე, რათა ბაზარზე არავის ჰქონდეს მნიშვნელოვანი კონტროლი და მონოპოლისტური მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG