Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება რუსჰიდროს დელეგაცია


საქართველოში იმყოფება რუსეთის კომპანია რუსჰიდროს (RusHydro) დელეგაცია, რომელსაც მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯორჯ რიჟინაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციასთან დღევანდელ შეხვედრას გაცნობითი ხასიათის უწოდა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლო კონკრეტულ პროექტებზე საუბარი სამუშაო ჯგუფების შექმნის შემდეგ დაიწყება. კალაძის თქმით, RusHydro რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის შარშანდელი მოგება მილიარდი დოლარი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი კომპანიები არიან დაინტერესებულნი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით.
XS
SM
MD
LG