Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკის


საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვარშავაში შეხვდა პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკის. მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ მისი სახით საქართველომ დაკარგა ერთგული მეგობარი და საერთაშორისო არენაზე ძლიერი მხარდამჭერი.
XS
SM
MD
LG