Accessibility links

logo-print

საფრანგეთის სენატმა მიიღო ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების კანონპროექტი


საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭი უყარა სადავო კანონპროექტს ერთი სქესის ადმიანთა შორის ქორწინების შესახებ, რომელიც ასეთ წყვილს უფლებას აძლევს იშვილონ ბავშვები. სენატში კენჭისყრის შემდეგ დოკუმენტმა შეიძლება კანონის ძალა შეიძინოს ორივე პალატაში ორჯერ განხილვის შემდეგ. ქვედა პალატამ კანონპროექტი გასულ თვეში დაამტკიცა. ამგვარ კანონმდებლობას მხარს უჭერენ მმართველი სოციალისტები და მათი მოკავშირეები. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავისი სარჩევნო კამპანიის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას. ამ კანონპროექტს მოჰყვა ასეთი ქოწინების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები მთელ საფრანგეთში. დოკუმენტის წინააღმდეგი არიან კათოლიკე, მაჰმადიანი და იუდეველი სასულიერო ლიდერები. საფრანგეთის მოქალაქეთა უმეტესობა ქორწინების მომხრეა, მაგრამ არ ეთანხმება ერთი სქესის ადმიანთა უფლებას, ბავშვები იშვილონ.
XS
SM
MD
LG