Accessibility links

logo-print

აშშ-მა გამოაქვენა ე.წ. მაგნიტსკის სია


შეერთებულმა შტატებმა გამოაქვენა ე.წ. მაგნიტსკის სია, რომელშიც შეყვანილია ადამიანის უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილი 18 რუსი ოფიციალური პირი. შეერთებულ შტატებში შარშან დეკემბერში მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ შესაბამისად, სიაში შესული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები იმოქმედებს. აშშ-მა კანონი მიიღო მოსკოვის ციხეში 2009 წელს იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. როგორც მაგნიტსკის ყოფილი კოლეგები აცხადებენ, იურისტი ციხეში ჩასვეს მას შემდეგ, რაც მან ფარდა ახადა რუსეთის ბიუჯეტიდან თანხების მითვისების სქემას. პარასკევს აშშ-ის კონგრესში გაკეთებული განცხადებით, სიაში შეყვანილი რუსი ოფიციალური პირების უმრავლესობა უშუალოდ არის დაკავშირებული მაგნიტსკის საქმესთან. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ში რაიმე სიის გამოქვეყნება უდავოდ ნეგატიურად აისახება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG