Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 13 ჯარისკაცი დაიღუპა თალიბანის თავდასხმის შედეგად


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 13 ჯარისკაცი დაიღუპა თალიბანის თავდასხმისას, რომელიც აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში მოეწყო. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, არმიის ბლოკპოსტზე, რომელიც პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, პარასკევს დილით მიიტანეს იერიში. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობას, რომ ბლოკპოსტს თავს დაესხა 100-ზე მეტი შეიარაღებული ექსტრემისტი. როგორც იუწყებიან, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG