Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ჩავიდა ჩინეთში, სადაც მასპინძლებს ჩრდილოეთი კორეის გარშემო მოელაპარაკება, რათა პეკინმა მეტი ზეწოლა მოახდინოს პხენიანზე. ჩინეთის მეთაურთან, სი ძინპინთან მოლაპარაკების დროს, ჯონ კერიმ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ურთიერთობებში ამჟამინდელ სირთულეს. მათი საუბრს თემა იყო არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძული. კერი და სი შეეხნენ ირანის ბირთვულ პროგრამას და სირიის კრიზისსაც. ბოლო კვირაში ჩრდილოეთმა კორეამ არაერთხელ გამოთქვა მუქარა სამხრეთ კორეის, იაპონიის და აშშ-ის მიმართ.
.
XS
SM
MD
LG