Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქის პროცესზე მოსამართლემ თვითაცილება გამოაცხადა


ეგვიპტეში, მოსამართლემ, რომელსაც ხელმეორედ უნდა განეხილა ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის საქმე, გამოაცხადა, რომ საკუთარ თავს აცილებას უკეთებს. მუსტაფა ჰასან აბდულამ თქვა, რომ მას არ ძალუძს კიდევ ერთხელ განიხილოს მუბარაქის საქმე. ყოფილი პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ მიყვანეს სასამართლოში; ეგვიპტის ტელევიზიამ აჩვენა კადრები, როგორ შეყავთ მუბარაქი საკაცით შენობაში. მუბარაკს ათი თვის წინ სასამართლომ სამუდამო პატიმრობა გამოუტანა, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მოქალაქეთა დახოცვაში მონაწილეობის გამო. უზენაესმა სასამართლომ მოგვინებით დაადგინა, რომ პროცესზე დაირღვა გარკვეული პროცენდურა და საჭიროა საქმის კვლავ განხილვა. მუბარაკი 85 წლისაა და რამდენჯერმე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ის კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.
XS
SM
MD
LG