Accessibility links

რუსეთმა გამოაქვეყნა იმ ამერიკელთა სია, ვისაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის იმ მოქალაქეთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
სიაში არიან ის პირები, რომლებიც "ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან გარეული". სია შეიცავს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს და იმ პირებს, რომლებიც, აშშ-ში რუსეთის მოქალაქეების საქმეთა გამოძიებას უკავშირდებიან. სიაში სულ 18 გვარი ფიგურირებს.
გუშინ აშშ-მა "მაგნიტსკის სია" გუშინ გამოაქვეყნა, ეს სიაც იმ 18 პირისგან შედგება, რომლებსაც იურსიტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან შეხება ჰქონდათ. აღნიშნულ პირებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.
XS
SM
MD
LG