Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაასრულა იაპონიაში ვიზიტი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დაასრულა თავისი ვიზიტი იაპონიაში, სადაც ის ამ ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდან პრესკონფერენციაზე ტოკიოში, სადაც გაიმართა ამერიკელ სტუმართან მოლაპარაკება, განაცხადა, რომ იაპონია და აშშ არასოდეს დაუშვებენ, ჩრდილოეთმა კორეამ შექმნას ბირთვული იარაღი. კერის ვიზიტით იაპონიაში დასრულდა მისი მოგზაურობა აზიაში. ამ ვიზიტის მიზანი იყო, ვაშინგტონს ეჩვენებინა, რომ არ დაუშვებს პხენიანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. თებერვალში ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული დანადგარის მესამე გამოცდა მოაწყო. ბოლო კვირებში მან მუქარა გამოთქვა აშშ-ის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მიმართ, რაც პასუხი იყო გაეროს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებზე.
XS
SM
MD
LG