Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია


ვენესუელაში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც დაინიშნა ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის გარდაცვალების გამო. ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტები არიან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას მადურო, რომელიც ჩავესმა მემკვიდრედ დაასახელა და ოპოზიციის კანდიდატი, ენრიკე კაპრილესი. გუშინ ოპოზიციამ მადუროზე საჩივარი შეიტანა, რომ დაარღვია საარჩევნო კანონი, როცა ტელევიზიით გავიდა კადრები, სადაც მადურო ჩავესის საფლავზე მიდის. ვენესუელაში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 19 მილიონია.
XS
SM
MD
LG