Accessibility links

logo-print

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნა


საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნა. პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო განცხადებში აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია დავიცვათ ქართული ენა და აღვუდგინოთ მას თავისი განსაკუთრებული ადგილი. პრემიერის თანახმად, ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა ქართულ ენას, მაგრამ ვერავინ შეძლო მასზე გამარჯვება, მე დაგპირდით და ჩვენი მთავრობა ასრულებს დანაპირებს – სპეციალისტებთან და საზოგადოებასთან ერთად იგეგმება სხვადასხვა პროექტის შემუშავება სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი”, ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. ამას მოჰყვა საქართველოში ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით, რომ ქართული ენას შენარჩუნებოდა სახელმწიფო ენის სტატუსი. ცვლილება კონსტიტუციაში საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. ამ დღეს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. საბჭოთა მთავრობამ დათმო და ქართული ენა დარჩა სახელმწიფო ენად. განვითარებული მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG