Accessibility links

პესკოვი: მაგნიტსკის სია დარტყმაა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობისთვის


რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებული, ეგრეთწოდებული „მაგნიტსკის სია“, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობისთვის „დარტყმას“ წარმოადგენს. დმიტრი პესკოვმა რუსეთის ტელევიზიით განაცხადა, რომ 18 პირის სია სანქციებს წარმოადგენს, რაც რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის ტოლფასია. რუსეთმა შაბათს აშშ-ის ამ კანონს უპასუხა თავისი სიით, რომელშიც აშშ-ის 18 მოქალაქის გვარია შეტანილი. ისინი მოსკოვის აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევასთან არიან დაკავშირებული. „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდნენ რუსი ოფიციალური პირები, რომლებიც ციხეში გარდაცვლილი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან არიან დაკავშირებული. რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩევლის, თომას დონილონის რუსეთში ახლანდელი ვიზიტის დრო შეაფასა, როგორც „შეუფერებელი“.
XS
SM
MD
LG