Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნავენ ქვეყნის დამფუძნებლის დაბადების 101-ე წლისთავს


ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნავენ ქვეყნის დამფუძნებლის, კიმ ირ ჩენის დაბადების 101- წლისთავს, რომელსაც ფხენიანმა შესაძლოა, რაკეტის გამოცდა დაამთხვიოს. სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ თითქმის ერთი კვირის წინ მოამზადა გასასროლად საშუალო რადიუსში მოქმედი ორი რაკეტა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც აზიის ტურნეს ფარგლებში ამჟამად იაპონიაში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს პირველ რიგში ჩრდილოეთ კორეის კრიზისზე, ფხენიან აფრთხილებს, რომ რაკეტის გამოცდა „დიდი შეცდომა“ იქნებოდა.
XS
SM
MD
LG