Accessibility links

logo-print

რუსეთში მიმდინარეობს სამოქალაქო კამპანია აქტივისტების მხარდასაჭერად


რუსეთში მიმდინარეობს სამოქალაქო კამპანია მოსკოვში, ბოლოტნის მოედანზე დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის დაკავებული პირების მხარდასაჭერად. კამპანია 7 აპრილს დაიწყო და 6 მაისს დასრულდება - ბოლოტნის მოედანზე დემონსტრაციის პირველ წლისთავზე. თითოეული დღე ეძღვნება 27 ბრალდებულ დემონსტრანტს შორის ერთ-ერთს. დღეს, 15 აპრილს, სოლიდარობას უცხადებენ ალექსანდრ კამენსკის, რომელიც მოძრაობა „სხვა რუსეთის“ წევრია. ის გასული წლის 10 ივნისს დააპატმირეს ბოლოტნის მოედანზე არეულობაში მონაწილეობისათვის - მიუხედავად იმისა, რომ კამენსკი იქ არ ყოფილა. ის 10 დღეში გაათავისუფლეს, მაგრამ გააფორმებინეს ხელწერილი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით.
XS
SM
MD
LG