Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში იზრდება ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი


ერაყში, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ძალადობის მეორე დღეს. პოლიციის ცნობით, ორშაბათს რამდენიმე აფეთქება მოეწყო ბაღდადში, დასავლეთში მდებარე ქალაქ ფალუჯაში, ჩრდილოეთში მდებარე ქირქუქში და ბაღდადის სამხრეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაში. დაიჭრა, სულ ცოტა, 100 ადამიანი. კვირას თავდასხმებმა, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა, მათ შორის 20 აპრილის ადგილობრივი არჩევნების სუნიტი კანდიდატი. შედეგად 14-მდე გაიზარდა მოკლული კანდიდატების რიცხვი. მოახლოებულ არჩევნებში 8000-ზე მეტი კანდიდატი შეეცდება ადგილობრივი საკრებულოების 450 მანდატის მოპოვებას.
XS
SM
MD
LG