Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: მოკავშირეებში ერთსულოვნებაა ჩრდილოეთ კორეიდან მუქარის საკითხში


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯენ კერის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ აზიაში მის მოკავშირეებს შორის ერთსულოვნებაა ჩრდილოეთ კორეიდან მუქარის საკითხში. „ერთი რამ ცხადია: ჩვენ ერთად ვდგავართ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ჩრდილოეთის სახიფათო სარაკეტო პროგრამა საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩრდილოეთ კორეის მეზობლებს, არამედ მის საკუთარ ხალხსაც ემუქრება“, - განაცხადა ჯონ კერიმ ორშაბათს ტოკიოს უნივერსიტეტში მოხსენებით გამოსვლისას. მან ფხენიანს მოუწოდა, გადადგას „გააზრებული ნაბიჯები“ იმის საჩვენებლად, რომ სურს, შეასრულოს ადრე ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას ითვალისწინებს. კერის ამ მოწოდების ფონია საზეიმო ღონისძიებები ჩრდილოეთ კორეაში, სადაც აღნიშნავენ ამ ქვეყნის დამაარსებლის, კიმ ირ ჩენის დაბადების 101-ე წლისთავს. ანალიტიკისების ვარაუდით, ფხენიანმა შესაძლოა, ამ თარიღს დაამთხვიოს საშუალო რადიუსში მოქმედი რაკეტის გამოცდა.
XS
SM
MD
LG