Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი მზად არის აშშ-თან „თანაბარი პირობებით“ თანამშრომლობისათვის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი ყოველთვის მზად არის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისათვის, ოღონდ თანასწორუფლებიანობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პირობით. ამ საკითხზე ლავროვმა ისაუბრა ორშაბათს მოსკოვში პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც შეხვდა აშშ-ის ეროვნულ მრჩეველს უსაფრთხოების საკითხში, თომას დონილონს. ლავროვის თქმით, დონილონი მოსკოვში ჩავიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან მესიჯით, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის არის განკუთვნილი. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ივნისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში „დიდი რვიანის“ სამიტის პარალელურად გაიმართება ბარაკ ობამას და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
XS
SM
MD
LG