Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს გერმანიაში მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში


საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, გერმანიაში მონაწილეობს მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ” საქართველოს მომავალი.” ბიძინა ივანიშვილთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები მაია ფანჯიკიძე და გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი. ორდღიან კონფერენციას, რომელზეც განიხილება საქართველოს განვითარების საკითხები და ქვეყნის როლი რეგიონსა და რეგიონს მიღმა, ესწრებიან ესტონეთის პრეზიდენტი, შვედეთის, პოლონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და რამდენიმე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG