Accessibility links

logo-print

ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამხედრო პოლიციელებმა


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამხედრო პოლიციის სენაკის სამმართველოს თანამშრომლებმა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც აჭარის პროკურატურა იძიებს. მომხდარის გამო დღეს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის ინციდენტში მონაწილე სამი პოლიციელი სამსახურიდან დათხოვნილია. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დათხოვნილია სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსიც.
”კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მისი დაცვა მით უმეტეს ევალება მას, ვისაც სამხედრო ფორმა აცვია”, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG