Accessibility links

შსს-მ საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართა თბილისის მერიას


ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისში, 19 აპრილს დაგეგმილი აქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორგანიზატორებს და თბილისის მერიას საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართა საქართველოს შსს-მ. მის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ვალდებულებაა 19 აპრილს დაგეგმილი შეკრების მშვიდობიანად ჩატარება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კოორდინირებულად მოქმედება. სამინისტროს განმარტებით, საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ინფორმაციის გაცვლა და კანონით გათვალისწინებული მოქმედებების კოორდინირება, მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციებისგან თავის დაზღვევის მიზნით სარისკო ფაქტორების განსაზღვრა და ეფექტიანი პრევენცია, რომელიც უზრუნველყოფს მანიფესტანტების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას. დღეს თბილისის პოლიციის უფროსმა წერილობით მიმართა დედაქალაქის მერს, 17 აპრილამდე შეიქმნას ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფი. შსს ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების და დროული კოორდინირებული მოქმედებების მიზნით, სამუშაო შეხვედრაზე იწვევს თბილისის მერიისა და ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG