Accessibility links

logo-print

დავით ზალკალიანი: საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი დეოკუპაციაა


ორი აზრი არ არსებობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და ზედმეტია საუბარი იმაზეც, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია - ამის შესახებ ომის გამოძიებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს მყარი პოზიცია, რომელსაც ქვეყანა გამოხატავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სხვადასხვა ფორუმზე და ორმხრივი მოლაპარაკებების დროს. დავით ზალკალიანის განცხადებითვე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი დეოკუპაციაა, ხოლო რაც შეეხება ომის გამოძიებას, არსებობს მრავალი შეკითხვა, მათ შორის სამხედრო შენაერთების მზადყოფნის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, რასაც პასუხები უნდა გაეცეს.
XS
SM
MD
LG