Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლებული გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ. მან ბათილად ცნო სამეურვეო საბჭოს მიერ 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილება ბარათაშვილის დათხოვნის შესახებ და მის სასარგებლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს იძულებითი განაცდურის, 5500 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებით დაირღვა მაუწყებლის კანონის მოთხოვნები. კერძოდ, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მოპასუხე მხარეს ორკვირიანი ვადა აქვს.
XS
SM
MD
LG