Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ივნისში შეხვედრას აპირებენ


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი აპირებენ შეხვედრას ივნისში ჩრდილოეთ ირლანდიაში, „დიდი რვიანის“ სამიტის პარალელურად. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც მოჰყვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩევლის, თომას დონილონის შეხვედრას რუსეთის ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებაზეც და ორმა მხარემ საერთო პოზიცია გამონახა. ხოლო ლავროვის განცხადებით, დონილონთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობაში არსებულ პრობლემებსაც, მათ შორის აშშ-ში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“, რომელიც სანქციებს უწესებს 18 რუს ოფიციალურ პირს. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია მოსკოვის ციხეში 2009 წელს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან.
XS
SM
MD
LG