Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სასამართლომ გადაწყვიტა ერთ-ერთი ბრალდებით მუბარაქის გათავისუფლება


ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლება ერთ-ერთი ბრალდებით, რომელიც 2011 წელს დემონსტრანტების დაღუპვას უკავშირდება. მაგრამ სასამართლომ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუბარაქი ციხეში უნდა დარჩეს, სანამ მიმდინარეობს გამოძიება კორუფციის ბრალდებით. მუბარაქს, რომელიც თითქმის 30 წელი მართავდა ეგვიპტეს, გადადგომა აიძულა 2011 წლის სახალხო ამბოხებამ. ის ციხეშია 2011 წლის აპრილიდან, იმავე წლის იანვარში ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით. მუბარაქს, რომელმაც სამუდამო პატიმრობა გაასაჩივრა, მკვლელობების საქმეში ხელახლა გასამართლებაზე დათანხმდნენ. მას წაყენებული აქვს კორუფციის რამდენიმე ბრალოდებაც. ამჟამად ის მოთავსებულია სამხრეთ კაიროში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში.
XS
SM
MD
LG