Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტი ექსტრემიზმის მზარდ საფრთხეს ხედავს


უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა დღეს მოსკოვში რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შუა აზიაში არსებობს ექსტრემიზმის მზარდი საფრთხე. ქარიმოვის შეფასებით, „ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და რელიგიური რადიკალიზმის გავრცელება შესაძლოა, ღია ომზე გაცილებით უარესი იყოს“. რუსეთ-უზბეკეთის ურთიერთობაში დაძაბულობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც უზბეკეთმა გასულ წელს მეორედ გადაწყვიტა, გავიდეს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“, რომელსაც რუსეთი უძღვება. პუტინის განცხადებით, ორი პრეზიდენტი შეთანხმდა პირობებზე, რომლებსაც უზბეკეთი აყენებს საიმისოდ, რომ გაწევრიანდეს დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში. პუტინის თქმით, დსთ-ის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ თვეში მინსკში გაიმართება, ხელს მოეწერენ მნიშვნელოვან ოქმს.
XS
SM
MD
LG