Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი მიუღებლად მიიჩნევს თვითმმართველობებზე ზეწოლას


"საქართველოს მთავრობა ერთგულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპების და, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის. ადგილობრივ დონეებზე დაფიქსირებული შემთხვევები არასოდეს ყოფილა ახალი მთავრობის მხრიდან მართული“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში, რომელიც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. ივანიშვილის თქმით, მთავრობას დღემდე ამოძრავებს სურვილი, არ ჩაერიოს თვითმმართველობების საქმიანობაში და რაიმე ფორმით არ შელახოს მათი დამოუკიდებლობა. ამის დასტურად პრემიერ-მინისტრს მიიჩნევს აქტიურ მუშაობას კონცეფციაზე, რომელიც რეალური და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების რეალურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
„ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებმა. მიუღებლად მიმაჩნია სამსახურებიდან დაუსაბუთებელი თუ უკანონო გათავისუფლება. მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის დარღვევით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა. საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენენ იძულების, ზეწოლის ან დაშინების ნებისმიერ ფაქტზე, თუ ასეთი რამ მოხდება", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG