Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 50-მდე გაიზარდა ძალადობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ერაყში, სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ძალადობის მეორე დღეს. პოლიციის ცნობით, ორშაბათს რამდენიმე აფეთქება მოეწყო ბაღდადში, დასავლეთში მდებარე ქალაქ ფალუჯაში, ჩრდილოეთში მდებარე ქირქუქში და ბაღდადის სამხრეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაში. დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი. წინა დღეს თავდასხმებმა, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა, მათ შორის 20 აპრილის ადგილობრივი არჩევნების სუნიტი კანდიდატი. შედეგად 14-მდე გაიზარდა მოკლული კანდიდატების რიცხვი. მოახლოებულ არჩევნებში 8000-ზე მეტი კანდიდატი შეეცდება ადგილობრივი საკრებულოების 450 მანდატის მოპოვებას.
XS
SM
MD
LG